უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ოპერაციის შესახებ - Palitra News

უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ოპერაციის შესახებ

2017-02-10 09:42:59+04:00

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში ოპერაცია ორშაბათს, 13 თებერვალს ჩაუტარდება. ამის შესახებ საპატრიარქოში აცხადებენ. ილია მეორე ევროპაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის გერმანიაში გამგზავრება რამდენიმე დღის წინ, ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესის გამწვავებამ დააჩქარა. ექიმის თქმით, უწმინდესის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მისი ოპერაციისთვის მომზადება მიმდინარეობს. ნაღველ-კენჭოვანი დაავადების გამო პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდება.