მასმედიას შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმოს მეუფე პეტრეს მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე.წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები - "ნაციონალები" ეწეოდნენ, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს განცხადებებს, რომელიც მეუფემ გუშინ გააკეთა.მისივე თქმით, გუშინ მეუფე პეტრემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. ანდრიაძის თქმით, იმ პერიოდში, რომელზეც მეუფე საუბრობდა, იგი საპატრიარქოს ტელევიზიას ქმნიდა და ამ ტელევიზიის დირექტორი იყო ორი წლის განმავლობაში.