წესები, რომლებსაც მიკროავტობუსების მძღოლების 93% არღვევს - ახალი კვლევის შედეგები - Palitra News

წესები, რომლებსაც მიკროავტობუსების მძღოლების 93% არღვევს - ახალი კვლევის შედეგები

2017-03-30 13:25:37+04:00

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევის თანახმად, მიკროავტობუსების მძღოლების 93% ტელეფონზე საუბრობს, კვეთს ღერძულა ხაზს და ახორციელებს გადასწრებას სახიფათო შემთხვევებისას. როგორც მკვლევარმა გიორგი ბაბუნაშვილმა საქართველოს საქალაქთაშორისო მიმოსვლის შესახებ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, 2 კვირიანი ინტენსიური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქალაქთაშორისო მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების 93% მინიმუმ ერთ დარღვევას მაინც აკეთებს. ბაბუნაშვილი ეკონომიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ასევე საქართველოს პარლამენტს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციით მიმართავს.