ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.შემთხვევის ადგილზე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.