იტალიაში, ტოსკანას რეგიონში ქალაქ-მუზეუმი World Wine Town-ი გაიხსნა, კომპლექსი, რომელიც 1500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ლივორნოს პროვინციის ქალაქ კასტანეტო კარდუჩიში მდებარეობს. მულტიმედიური მუზეუმის დამთვალიერებლებს შეუძლიათ მეღვინეობის ისტორიას გაეცნონ. მუზუმის დიზაინის ავტორი ოსკარის 3-გზის მფლობელი იტალიელი მხატვარი და კინოდიზაინერი, დანტე ფერეტია.
ამასთან, ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის აკადემია და კულინარიული სკოლა.მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი ახალგაზრდებისთვის დაწესებულება გაიხსნება, სადაც მათ ტოსკანური ღვინის წარმოებას შეასწავლიან.