თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ საბაგიროების ფასის ცვლილების ინიციატივით საკრებულოს მიმართეს. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, საბაგიროებით სარგებლობის საფასური 1 ლარს შეადგენს, თუმცა, მისი თვითღირებულება 1.95 ლარია. მერიის განმარტებით არ არის მიზანშეწონილი მერიამ დააფინანსოს უცხოელი ტურისტების, თუნდაც საქართველოს მოქალაქეების ტურისტულ-გასართობი ღონისძიებები.
მერიის ინიციატივა, რომლითაც საკრებულოს მიმართეს, საბაგიროთი მგზავრობის ფასის 2 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს,დღესდღეობით, მერიას საბაგიროების შენახვა უჯდება დაახლოებით 1 720 000 ლარი.