თბილისში ორი ნიღბიანი 75 წლამდე ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, იარაღის მუქარით კი ძვირფასეულობა და დიდი ოდენობის თანხა წაიღეს - Palitra News

თბილისში ორი ნიღბიანი 75 წლამდე ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, იარაღის მუქარით კი ძვირფასეულობა და დიდი ოდენობის თანხა წაიღეს

2017-06-24 17:17:28+04:00

ორი ნიღბიანი 75 წლამდე ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე მოხდა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით სახლიდან ძვირფასეულობა და დიდი ოდენობის თანხა წაიღეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.