თბილისის აეროპორტში დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოდიოდა - Palitra News

თბილისის აეროპორტში დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოდიოდა

2017-03-29 13:12:36+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო "თბილისის აეროპორტის" თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ძებნილი პირი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. კიევის ინტერპოლის მიერ 2017 წლის იანვრიდან იძებნებოდა.