სტვენა და შეძახილები ფილარმონიაში - ახალგაზრდები კობახიძეს საუბრის დაწყების საშუალებას არ აძლევენ - Palitra News

სტვენა და შეძახილები ფილარმონიაში - ახალგაზრდები კობახიძეს საუბრის დაწყების საშუალებას არ აძლევენ

2017-05-15 12:25:28+04:00

პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო პროექტის საყოველთა-საჯარო განხილვისას სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. დარბაზში მყოფი გარკვეული ჯგუფი კობახიძის მცდელობას, საუბარი დაეწყო, სტვენითა და შეძახილებით შეხვდა.აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაპირველად ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა და დარბაზს მოუწოდა, რომ მათი ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ, ამის შემდეგ კი, როცა კობახიძემ გამოსვლის გაგრძელება სცადა, მას სიტყვა შეძახილებით გააწყვეტინეს.