შსს-მ საქართველოს მასშტაბით ამოღებული დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა - Palitra News

შსს-მ საქართველოს მასშტაბით ამოღებული დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

2017-04-13 11:05:18+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა. სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.