გუშინ, 22ივნისს, "ლიბერალმა" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. გამოცემის წყაროს განცხადებით, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. წყაროს ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, მისი გათავისუფლება გუშინ გავრცელებული კადრების გამო არ მომხდარა და გადაწყვეტილება "ბევრად ადრე იქნა მიღებული".შოთა პაკელიანმა სამმართველოში ჩხრეკის პროცედურის შესახებ ვრცლად "პალიტრანიუსთსნ" ისაუბრა.