ბათუმში, ვარდების სკვერში, სამოც წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლების თმით, მამაკაცს ხშირად ხედავდნენ, თუმცა მას არ იცნობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. მუშაობდნენ ექსპერტ - კრიმინალისტებიც. მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.