შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა - დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა - Palitra News

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა - დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა

2017-04-19 12:14:33+04:00

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენი შვიდი წევრი დაკარგულებად ითვლებიან. არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე. სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.