საქართველოში მსხვილი სავაჭრო ობიექტების დახურვის ტენდენცია გრძელდება. ფურშეტის შემდეგ, ობიექტს გლდანში მდებარე სუპერმარკეტების ქსელი სმარტიც ხურავს. იმპორტიორთა განცხადებით, სავაჭრო ქსელებს ფინანსური ვალდებულებების შესრულების პრობლემა ხშირად ექმნებათ. როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაში განმარტავენ, მიზეზი ხშირად, ნაკისრი ვალდებულებების თავიდან აცილების მცდელობაა. სპეციალისტთა განცხადებით, გადახდისუუნაროდ თავის გამოცხადების ტენდენცია საქართველოში უკვე წლებია არსებობს და პრობლემა ძირითადად იმპორტიორებს ა და დისტრიბუტორებს აზარალებს. ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საკითხის დასარეგულირებლად რეგულაციების შემოღებაა საჭირო.სუპერმარკეტების შემდეგ ბაზრიდან შესაძლოა რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიაც გავიდეს. მარკეტებიდან თანხების ამოღების პრობლემა ქვეყანაში ისევ მოუგვარებელია. დისტრიბუტორთა ასოციაცია მთავრობას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.