საშინელი ავარია წნორში: სატვირთოსა და მიკროავტობუსის შეჯახებას ემსხვერპლა 1, დაშავდა 5 ადამიანი - Palitra News

საშინელი ავარია წნორში: სატვირთოსა და მიკროავტობუსის შეჯახებას ემსხვერპლა 1, დაშავდა 5 ადამიანი

2017-01-16 18:13:00+04:00

ერთი დაღუპული და 5 დაშავებული - ავტოავარია წნორში მსხვერპლით დასრულდა. დედოფლისწყაროდან სიღნაღისკენ მომავალი სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. მიკროავტობუსში დაშავებული 5 მგზავრიდან ერთი ბავშვია. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს. დაშავებული მგზავრები ლაგოდეხისა და წნორის "არქიმედეს" საავადმყოფოში გადაიყვანეს.