6-დან 20 წლამდე თუ უვადო პატიმრობა - სასამართლოს ვერდიქტი დღეს გახდება ცნობილი. ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის პროცესი 3 საათზე დაიწყო.გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავეს ცნეს. გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს. თავად მკვლელობაში ბრალდებული კი აცხადებს რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის და მუქარის გამო მისცა. დასკვნით სიტყვაში ხაბელაშვილმა თქვა, რომ სრულიად უდანაშაულოა. "მაბრალებთ, რომ ფულის გამო ჩავიდინე მკვლელობა, მაგრამ სამი წლის ბავშვს დანას 14-ჯერ როგორ გავუყრიდი, გაუგებარია ჩემთვის“- აცხადებს დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებული.