30 წლის დარეჯან იორდანიძე ექვსი შვილის მარეტოხელა დედაა. ისევე როგორც დედა, ბავშვებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლები არიან. 10 წლის ნინომ, 9 წლის ნიამ, 7 წლის ნიკოლოზმა, 5 წლის ნუკიმ, 4 წლის ილიამ და 1 წლის ანანომ დედასთან ერთად, საჩხერიდან თბილისამდე მრავალწლიანი ძალადობით და გაჭირვებით სავსე, გრძელი გზა გამოიარეს. ეს ის გზაა, რომელსაც უკან აღარ გაჰყვებიან, რადგან სიმშვიდე აქ იპოვეს. მათი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, ახლა მათ ბედნიერები ერქვათ. მაგრამ აღარ ეშინიათ მამის. მამის, რომელთან ერთადაც გატარებული წლები, მძიმე მოგონებთან და ტკივილთან ასოცირდება.
დარეჯანის ტრაგიკული ცხოვრებაში ბავშვობიდან დაიწყო. წარმოშობით კასპელი გოგონა, თავადაც გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა. გაჭირვების თავიდან დაღწევის მიზნით, ახალგაზრდა გოგონამ ოჯახის შექმნა გადაწყვიტა მეგობრის რჩევით. ძალადობის მსხვერპლმა ქალბატონმა სამჯერ სცადა მოძალადე მეუღლის მიტოვება, თუმცა ნათესავების ჩარევით ის სამივეჯერ საკუთარი ფეხით დაბრუნდა. დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელების შეეშინდა და ბედს შეეგუა, თუმცა დროებით.