საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს ომებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი გახსნა. ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მემორიალის გახსნის შემდეგ, ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. გაიმართა წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც. შეიარაღებული ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.