"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
აპარატის ინფორმაციით, იწყებენ კამპანიას "უსაფრთხო სათამაშო", რომლის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.