ნოემბერში საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 142 ლარი და 90 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 1,1 ლარით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,9 ლარით ნაკლები. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 161 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს, ხოლო საშუალო ოჯახი საარსებო მინიმუმი 270 ლარს. 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.