რუსთავში ძლიერი წვიმის დროს, მეგობრობის გამზირის #3-ში ეზოში მდგარ ხეს მეხი დაეცა. მეხის შედეგად დაზიანებული ხე კი მანქანას დაეცა და დააზიანა.მეხის ჩამოვარდნის გამო ელექტროენერგია ავარიულად გაეთიშა 9 ძმა ხერხეულიძის, გონაშვილის, დოლიძისა და მეგობრობის გამზირის მოსახლეობას. ავარიული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ადგილზე "ენერგოპოჯორჯიას" თანამშრომლები მუშაობენ.ძლიერმა ქარმა ხე რუსთაველის ქუჩაზეც წააქცია.