როგორია დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - იუმორისტი ისევ კლინიკაში რჩება - Palitra News

როგორია დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - იუმორისტი ისევ კლინიკაში რჩება

2017-06-15 15:23:09+04:00

იუმორისტი დავით როსტომაშვილი კვლავ ინგოროყვას კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები ოჯახის მოთხოვნიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ. დავით როსტომაშვილს თავს ყაჩაღობის მიზნით გუშინ დაესხნენ. თავდამსხმელებიდან ერთი საპატრულო პოლიციამ გუშინვე დააკავა. მეორე კი სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ. ნიღბიანებმა როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ჯოხი ჩაარტყეს.

იხილეთ: დათო როსტომაშვილს თავს დაესხნენ - იუმორისტს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს