ყავის უამრავი სახეობა არსებობს და შესაბამისად უამრავი მომზადების წესი. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გემრიელი ყავის მომზადება სახლის პირობებში გვინდა? - საუკეთესო ყავის მომზადებას ჩვენ გასწავლით.
ყავა მზადდება არა ონკანის, არამედ უქლორო სუფთა წყლისგან. 150 გრამი წყალი უნდა ჩაასხათ ვიწრო ყელიან ჟეზვეში. დაუმატოთ ცოტა მარილის კრისტალი და სურვილის შემთხვევაში შაქარი. წყლის გაცხელების შემდეგ დაუმატეთ სავსე ჩაის კოვზი ყავა. გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, ყავამ არ უნდა იდუღოს. თითქმის ადუღებამდე მიყვანილი გადმოდგით, რამდენიმე წამის შემდეგ კი ისევ დადგით ქურაზე და ასე გაიმეორეთ, ზედიზედ 3-ჯერ. ქურიდან საბოლოოდ გადმოდგმული ყავა გააჩერეთ ნახევარი წუთი და შემდეგ დაასხით ფინჯანში. ახლა უკვე შეგიძლიათ მიირთვათ სწორად შერჩეული და წესების დაცვით მომზადებული უგემრიელესი ყავა.
ასევე საინტერესოა:
როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი ყავა ფალსიფიცირებულისგან? - ნახეთ უტყუარი ხერხი მცენარეები, რომლებისაგანაც ფალსიფიცირებულ ყავას ამზადებენ - ყავა, რომელსაც მიირთმევთ, შეიძლება სულაც არ არის ყავა რამდენ ფინჯან ყავას მიირთმევენ საქართველოში და რამდენი ჭიქაა დასაშვები დღეში? ვინ არ უნდა მიირთვას ყავა? - გაიგეთ, იქნებ, თქვენც, მათ სიაში ხართ ლეგენდა ყავის გამოსაფხიზლებელი ეფექტის აღმოჩენაზე - როგორ მოედო მცენარე მსოფლიოს? რით იწყება თქვენი დილა?