ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სტადიონზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ამხსვერპლა, 60-დე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, სისხლიანი თავდასხმა, არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა. პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და თითმკვლელი ტერორისტის ვერსისას განიხილავს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მედიკოსები დაღუპულების რიცხვის ზრდას ვარაუდობენ, რადგან რამდენიმე დაშავებულის მსგომარეობა კრიტიკულია. ქალაქის მასშთაბით გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.