ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 თეთრით გამყარდა. ექსპერტები ლარის გამყარების ტენდენციას სხვადასხვა გარემოებით ხსნიან. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ყურადღებას მთავრობის მიერ შემუშავებულ ლარიზაციის პროგრამაზე ამახვილებს. განსხვავებული პოზიცია აქვს აისეტის მკვლევარს. გიორგი კეშელავა მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პროგრამის ეფექტები ეროვნულ ვალუტაზე დადებითად მოგვიანებით აისახება. მისი აზრით, გაცვლით კურსზე მოქმედებს ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც ბოლო პერიოდშიი პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2. 50 ნიშნულზეა დაგეგმილი. სპეციალისტები ახლო პერიოდში ლარის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობენ. ექსპერტთა გათვლებით, მარტში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდება.