რუმინეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობის, გრაფი დრაკულას სასახლის დაკეტვა გადაწყვიტა. მათ ტურისტების დაცვა არა ვამპირებისგან, არამედ დათვებისგან სურთ. ბოლო კვირების განმავლობაში, პოენარის ციხესიმაგრის მახლობლად ხშირად ამჩნევდნენ დათვს, რომელიც სამ ბელს ზრდის. გარემოს დაცვის სამინისტრომ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, ცხოველების გადაყვანის ნებართვა აიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად წავლენ დათვები.