ინგლისი ცნობილია თავისი უცნაური ტრადიციებით. განსაკუთრებულ გაკვირვებას ინგლისურ აბაზანაში შესვლა იწვევს. მთელი მსოფლიო სარგებლობს ონკანის ერთი შემრევი მილით, რომლიდანაც ხან ცხელი წყალი მოდის, ხან - ცივი. ინგლისში კი ცივ და ცხელ წყალს თავისი ონკანი აქვს, ინგლისში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ცივი და ცხელი წყლის ერთმანეთში შერევა აკრძალულია.
ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური გათბობა. აქ თითოეულ სახლს აქვს საკუთარი ბოილერი. ადრე წყლის ეს რეზერვუარები არცთუ ხარისხიანი მეტალით მზადდებოდა, რომელიც მალე ჟანგდებოდა და იკეთებდა ნადებს. ამის გამო წყლის დასალევად გამოყენება აღარ შეიძლებოდა. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ხალხის მოწამლვა, გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც მოსახლეობას ეკრძალებოდა ცივი, დასალევი წყლის რეზერვუარის თბილ წყალთან შერევა. ინგლისელები უბრალოდ წყლის ეკონომიას აკეთებენ. ინგლისში წყლის ყოველ წვეთს უფრთხილდებიან.