პუნქცია გულისხმობს სხეულის რომელიმე ღრუს, სისხლძარღვის ან ქსოვილის გაჩხვლეტას სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მიზნით. ამ მეთოდით სხვადასხვა ორგანოდან, სისხლძარღვიდან, ღრუდან თუ პათოლოგიური წარმონაქმნიდან მიიღება მასალა საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზისათვის.