რას აცხადებენ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს - Palitra News

რას აცხადებენ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს

2017-03-14 14:15:53+04:00

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ორი პირი ნარიმან ლომინაძე და ზაზა ქოქოლაძე, რომელთა პროცესიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, აქციასთან რაიმე კავშირს უარყოფს. ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ზაზა ქოქოლაძის თქმით ის, მაჭახლის ხეობიდანაა, ბათუმში კი გამთენიისას რამდენიმე მეზობელთან ერთად იმ მეგობრების მოსაძებნად ჩავიდა, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ.მეორე დაკავებული ნარიმან ლომინაძე კი ამბობს, რომ ის თეთრიწყაროდან შუახევში მიემგზავრებოდა.