თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.როგორც “ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები იყო. მათივე თქმით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. სავარაუდოდ, მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველთა განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იხილეთ ვიდეო: თბილისში ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს