რას ამბობენ შარდენზე მდებარე კაფეების თანამშრომლები, სადაც ლაშა თორდიას თავს დაესხნენ - Palitra News

რას ამბობენ შარდენზე მდებარე კაფეების თანამშრომლები, სადაც ლაშა თორდიას თავს დაესხნენ

2017-05-13 20:26:40+04:00

ლაუნჯ-ბარ "ელ ცენტროს" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კაფეების თანამშომლების ინფორმაციით, 12 მაისს ღამით 10-მდე ადამიანი ჩხუბობდა. ისინი დაზუსტებით ვერ ამბობენ, ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

იხილეთ:

"დამარტყა გვერდიდან ხელი..." - ლაშა თორდიას კომენტარი საავადმყოფოდან კლუბში თავდასხმის შემდეგ

რას უკავშირებს ლაშა თორდია მასზე განხორცილებულ თავდასხმას?

ექიმის კომენტარი ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე