მედიის პროფესიური კავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან მხოლოდ 2 თვეში სახელფასო ფონდი თითქმის 25 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საერთო ხარჯები 200 000 ლარს ბევრად აღემატება.
ლაშა მესხის ინფორმაციით, წინა მენეჯმენტის პირობებში 2016 წლის მეოთხე კვარტალში, ოქტომბერსა და ნოემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდი 3 676 766 ლარი იყო. ახალი მენეჯმენტის პირობებში კი იანვრისა და თებერვლის თვეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდმა 3 701 096 ლარი შეადგინა.სხვაობა 24 330 ლარია და აღნიშნულ მონაცემებში არ შედის GDS-ის ყოფილი თანამშრომლების ანაზღაურება, რაც, ლაშა მესხის შეფასებით, სავარაუდოდ თანხას გააორმაგებს.