მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო საქართველოში ტურიზმის ზრდას პროგნოზირებს. როგორც ორგანიზაციის მარტის ანგარიშშია აღნიშნული, 2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 5 მილიარდ 522 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო და 2017 წელს ეს მაჩვენებლი 10,9% -ით გაიზრდება.
ორგანიზაციის შეფასებით მიმდინარე წელს საქართველო 2 მილიონ 982 ათასი საერთაშორისო ტურისტის მოზიდვას შეძლებს, 2027 წლისთვის კი, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 8 მილიონამდე გაიზრდება, შემოსავლები კი, 12 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ამ სექტორში დასაქმება 5.9% გაიზრდება და 129 000 სამუშაო ადგილს მიაღწევს. 10 წლიან პერიოდში კი, ყოველწლიურად 2.5% გაიზრდება და 165 000 ადამიანი იქნება დასაქმებული.