ალბათ, ურუგვაის რაგბის კლუბის Old Christians არსებობის შესახებ დღეს მხოლოდ სამხრეთ ამერიკელ სპორტის მოყვარულებს ეცოდინებოდათ, რომ არა 1972 წლის ტრაგიკული შემთხვევა და ადამიანების ცოცხლად გადარჩენის საოცარი ისტორია.
1972 წლის 12 ოქტომბერს, ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიალაინერი Fairchild FH-227D, რომელსაც რაგბის გუნდი - 40 მოთამაშის, მწვრთნელის და მათი ნათესავების შემადგენლობით, ჩილეს დადაქალაქში - სანტიაგოში გადაჰყავდა, მონტევიდეოს კარასკოს აეროპორტიდან აფრინდა. თუმცა, ანდებში უამინდობის გამო, იძულებული გახდა არგენტინის პატარა ქალქ მენდოსაში დამჯდარიყო, სადაც თვითმფრინავის მგზავრების უმეტესობამ ბოლო ღამე გაატარა.