“ჩემი მხრიდან თორდიაზე ფიზიკური შეხება არ ყოფილა" - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე. ექს მთავარი პროკურორი ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე მივიდა. მისი დაკითხვა გენერალურ აუდიტორის ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე უკვე 1 საათია მიმდინარეობს. ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან - გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად გამოცხადდა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.