დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარებით - მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად განიზრახა. ამ განცხადებას მთავარი პროკურატურა აკეთებს.
მამალაძე თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს. მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მომწამვლელი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდი".