"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გამოაცხადა. სასამართლომ „ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.
იხილეთ:
რას აცხადებს პროკურორი, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენზე ნინო დარასელის კომენტარი, დედის დაკავების შემდეგ