პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ადამიანის ცხვირის ფორმას სხვადასხვა რასებში კლიმატური პირობები განაპირობებს. ამის შესახებ ვრცლად კვლევას ჟურნალი PLOS Genetics-ი აქვეყნებს. სპეციალისტებმა ადამიანების ცხვირის ფორმები დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ჩრდილოეთ ევროპაში გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ პოპულაციებს შორის სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ამის ახსნა "შემთხვევითობით" შეუძლებელი იქნებოდა.