ავტოსკოლები შესაძლოა ავტორიზაციას დაექვემდებაროს. მართვის მოწმობის ასაღებად კი, გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი.ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ისაუბრა. “ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ჩემი კითხვა" მოქალაქეებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უპასუხა."ჩემი კითხვა არის PALITRANEWS -ის უპრეცენდნტო პროექტი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია პირისპირ ესაუბროს პოლიტიკოსებს. დაუსვას ნებისმიერი, თამამი, კრიტიკული კითხვა.როგორ დასვათ კითხვა?გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია:✔ ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,✔ ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge