გერმანელმა მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი "ხელოვნური მზე" შექმნეს, რომელიც ინტენსიურ სინათლის წყაროდ იქცევა და ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოებას შეუწყობს ხელს. ექსპერიმენტი კიოლნის აერონავტიკის ცენტრში გაიმართა. მეცნიერებმა 149 პროექტორი განალაგეს, რომელთა ინტენსივობა 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივ განათებას. სპეციალისტების ცნობით, პროექტორები იმდენივე ელექტროენერგიას ხარჯავენ 4 საათში, რაც საშუალო სტატიკის ადამიანი წელიწადში.
ექსპერიმენტის მთავარი მიზანი, საკმარისი წყალბადის საწვავის, მზის დიდი ენერგიისგან იოლი გზით მიღებაა.როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, დღეს მსოფლიო საწვავის ალტერნატიულ სახეობებს ეძებს, რომლებიც არ გამოყოფენ მავნე ნივთიერაბა - ნახშირბადის დიოქსიდს და არ აბინძურებენ ჰაერს. წყალბადი კი ამ ეტაპზე ყველაზე გამართლებულ ალტერნატივად მიიჩნევა.