ყაჩაღობის ინსცენირება გორის ვიცე-მერის სახლში ძიძამ მოაწყო - ქალმა კედელს თავი დაარტყა, მიიყენა დაზიანებები და დიასახლისს დაელოდა - Palitra News

ყაჩაღობის ინსცენირება გორის ვიცე-მერის სახლში ძიძამ მოაწყო - ქალმა კედელს თავი დაარტყა, მიიყენა დაზიანებები და დიასახლისს დაელოდა

2017-06-16 15:31:30+04:00

2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახსა და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანსაცმელი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის შესანახი ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ.შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 15 ივნისს, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.