საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი მიმართვები მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს. როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმართვების ავტორი მოსამართლეებს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს სთავაზობდა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ნომრები, საიდანაც აღნიშნულმა მოსამართლეებმა მოკლკე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, გადამოწმების შედეგად დგინდება რომ უკრაინაშია რეგისტრირებული.
ასევე იხილეთ:
რას წერს საყვარელიძე მოსამართლეებს? - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძისთვის მიწერილი წერილის დეტალები