პრეზიდენტი პარტიებს - "მოძებნეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები" - Palitra News

პრეზიდენტი პარტიებს - "მოძებნეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები"

2017-04-07 14:18:31+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, და მოუწოდა, რომ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ძლიერი არჩევანი შესთავაზონ. „მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი, სანდო არჩევანი- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.