პრემიერი პრეზიდენტის ანგარიშზე: "ვისურვებდი, ყოფილიყო ბევრად უფრო ობიექტური" - Palitra News

პრემიერი პრეზიდენტის ანგარიშზე: "ვისურვებდი, ყოფილიყო ბევრად უფრო ობიექტური"

2017-04-07 15:36:27+04:00

მთავრობა პრეზიდენტის ანგარიშით უკმაყოფილოა. პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ისურვებდა პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იყო ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა.