პოლიეთილენის ბოთლებიდან წყალი ხშირად არ მიირთვათ - რა შედეგები აჩვენა ფართომასშტაბიანმა კვლევამ? - Palitra News

პოლიეთილენის ბოთლებიდან წყალი ხშირად არ მიირთვათ - რა შედეგები აჩვენა ფართომასშტაბიანმა კვლევამ?

2017-04-28 11:47:46+04:00

პლასტმასის ბოთლებიდან წყლის რეგულარულად სმა საზიანოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის - ამ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ექსპერტები ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 1500 მოხალისემ, მათ შორის ორსულებმა და ბავშვებმა.

კვლევაში მონაწილე პირებს, რომლებიც უპირატესად ბოთლის წყალს სვამდნენ, შარდში დიდი რაოდენობით აღმოაჩნდათ ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერება ბისფენოლ-A. ეს ნივთიერება იმ პლასტიკატის შემადგენლობაშია, რომლისგანაც ტარა მზადდება.