ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. გარდა დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე, ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს. რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს" - ნათქვამია პატრიარქის წერილში.