თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და „ჰონდას“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც სატრანსპორტო საშუალების, უხარისხო რემონტის, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას გულისხმობს.