პაკისტანის ქალაქ ქვეტაში აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანი ესმხვერპლა, დაშავებულია 20-ზე მეტი მოქალაქე. ამის შესახებ როიტერი იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, დანაღმული ავტომობილი ხალხმრავალ ადგილზე აფეთქდა. ბელუჯისტანის პროვინციის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის სამართალდამცველებიც არიან. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც, დაჭრილები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.