"მალიკ ტექსტილი" ოზურგეთში ჯინსების სამკერვალო ფაბრიკის გახსნას გეგმავს. როგორც გურიის მხარის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ფაბრიკის ასაშენებლად 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. გურიის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, გუბერნატორმა ინვესტორს გურიის საინვესტიციო გარემო გააცნო, სამკერვალო სფეროში გამოცდილების შესახებ ესაუბრა და ოზურგეთში არსებული ობიექტები დაათვალიერებინა, სადაც ჯინსის სამკერვალო ფაბრიკა უნდა აშენდეს.