ორთაჭალაში მამამ 24 წლის შვილი მოკლა - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს - Palitra News

ორთაჭალაში მამამ 24 წლის შვილი მოკლა - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

2017-04-11 12:14:43+04:00

ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მოტივად შელაპარაკება სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 11-108-ე განზრახ მკვლელობა და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.